კლინიკური ონკოლოგია

კლინიკა "კონსილიუმ მედულამ" საქართველოში პირველმა დანერგა კლინიკური ონკოლოგის კლინიკური პრაქტიკა. 

 

კლინიკური ონკოლოგი არის ექიმი-ონკოლოგი, რომელიც განსაზღვრავს ონკოპაციენტისათვის საჭირო გამოკვლევებს, ადგენს სწორ დიაგნოზს კლინიკური სტადიით,  მართავს მკურნალობის პროცესს და, მკურნალობის შემდგომ, პაციენტი მუდმივად არის მისი მეთვალყურეობის ქვეშ.

კლინიკური ონკოლოგის ფუნქციაა, აგრეთვე,  წამლისმიერი მკურნალობის ჩატარება და დაავადების მართვა ქიმიო, ჰორმონო, იმუნო და ტარგეტული პრეპარატებით. კლინიკური ონკოლოგი ის პირველი ექიმი-ონკოლოგია, რომელთანაც  ვიზიტს საჭიროებს პაციენტი ეჭვით ონკოლოგიურ პროცესზე ან უკვე დადგენილი ონკოლოგიური დაავადების დიაგნოზით.

კლინიკური ონკოლოგი თერაპიული პროფილის ექიმი და ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობის მართვის მთავარი სპეციალისტია. კლინიკური ონკოლოგი ონკოლოგიური პაციენტის მკურნალობაში მთავარი ფიგურაა, ის კოორდინაციას უწევს პაციენტის მკურნალობის მთელ პროცესს, მათ შორის, მისთვის დანიშნულ ყველა სხვა სახის მკურნალობას. 

კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" ონკოლოგიური დაავადების დიაგნოსტირება და მკურნალობის დაგეგმვა ხდება კონსილიუმის წესით, სადაც თითოეულ პაციენტის მკურნალობის გეგმას ინდივიდუალური და მულტიდისციპლინური მიდგომით განიხილავენ.

"კონსილიუმ მედულა" მოწინავე კლინიკაა ქიმიო, ჰორმო და იმუნოთერაპიაში. კლინიკას ამ მიმართულებით  საქმიანობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს, ამ ხნის მანძილზე ხორციელდება: 

  • ქიმიოთერაპიის, იმუნოთერაპიისა და ჰორმონოთერაპიის თანამედროვე მეთოდების დროული დანერგვა და გამოყენება;
  • მულტიდისციპლინური მიდგომა პაციენტის მკურნალობის პროცესში;
  • ინფრასტრუქტურის მუდმივი გაუმჯობესება და შესაბამისობა თანამედროვე სტანდარტებთან;
  • პაციენტის მხარდაჭერა, ზრუნვა მის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე.
უყურეთ
ვიდეორგოლს

საერთაშორისო პარტნიორები და მიღწევები

კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" ონკოლოგიური პაციენტის მკურნალობის მართვა იგეგმება  NCCN (National Comprehensive Cancer Network) და ESMO (European Society for Medical Oncology) მეთოდების  საფუძველზე.

NCCN ქსელი მოიცავს მსოფლიოს 21 კიბოს წამყვან ცენტრს, რომელიც ადგენს კიბოს მკურნალობის გაიდლაინებს,  ახორციელებს კვლევებს კიბოს მკურნალობის ხარისხისა და ეფექტიანობის ასამაღლებლად. "კონსილიუმ მედულას" კლინიკური ონკოლოგები ყოველწლიურად ესწრებიან და აქტიურ მონაწილეობას იღებენ  ამერიკის და ევროპის ონკოლოგთა საზოგადოებების  (ASCO, ESMO, ESO) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონგრესებზე. იქ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას კლინიკის შიდა კონფერენციებზე უზიარებენ კოლეგებს და აქტიურად იყენებენ პრაქტიკულ საქმიანობაში.

ასევე, კლინიკა "კონსილიუმ მედულას" კლინიკური ონკოლოგები ესწრებიან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოწყობილ მასტერკლასებსა და ე.წ ვორქშოფებს (preceptorships and workshops), სადაც ეცნობიან  ევროპის წამყვანი კლინიკების მუშაობის პრინციპებსა და მეთოდებს, ახდენენ მიღებული გამოცდილების ინტეგრირებას კლინიკაში. 

ექიმები